კომაროვის სკოლაში ქიმიისა და ეკოლოგიის კლუბი იწყებს ფუნქციონირებას!
- 03 ოქტომბერი, 2018
კომაროვის სკოლაში ქიმიისა და ეკოლოგიის კლუბი იწყებს ფუნქციონირებას, ქიმიის პედაგოგის ნინო ფარცვანიას ხელმძღვანელობით. დაინტერესებულ მოსწავლეებს გთხოვთ მიაკითხოთ N 303-ე ოთახს, 10 ოქტომბრის ჩათვლით და გაწევრიანდეთ კლუბის მუშაობაში. კლუბის მეცადინეობები გაიმართება კვირაში 2-ჯერ, ორშაბათს და ოთხშაბათს 14:30-ზე.
კლუბის მუშაობის მიზანია ნავთობისგან შექმნილი პროდუქციის გაცნობა.
კლუბი იმუშავებს შემდეგი პროგრამით:
მოსწავლეები გაეცნობიან ნავთობის შედგენილობას, ნავთობის გამოხდის მეთოდებს, საწვავის სახეებს, ნავთობის ნანოტექნოლოგიით მიღებული ხანგრძლივი ქმედების აზოტოვანი ცეოლიტური სახეების გამოყენებას სოფლის მეურნეობაში, მედიკამენტური პრეპარატების დამზადებაში. პროგრამა ასევე მოიცავს, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობქიმიის ლაბორატორიაში მასალების გაცნობას და ლაბორატორიულ კვლევებში მონაწილეობის მიღებას.